მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა ხარჯები შემცირდება მკვეთრად

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი 2020

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილის განცხადებით სამთავრობო გუნდი თანხების მოძიებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან აწარმოებს.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით 2 მლრდ ლარის გარდა, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებზე დაიხარჯება, გუნდმა ასევე გამოყო 351 მილიონი უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის. რაც ძირითადად სამედიცინო სერვისისთვის დამატებით აღჭურვას მოხმარდება.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 14 მილიარდიანი ბიუჯეტიდან 2 მილიარდის გამოყოფაზე, ყველას გვესმის, რომ ძალიან ბევრი ის ინიციატივა, რომელიც ჩვენ გვქონდა გაჟღერებული მთელი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი ის პროგრამა , რომელიც ჩვენ გვქონდა გათვალისწინებული და რომელიც სრულდება, რა თქმა უნდა, ასევე მიმდინარე და ადმინისტრაციული ხარჯები, ჩვენ ამ ეტაპზე უკვე მოგვიწევს ამ მუხლებში ხარჯების შემცირება. კრიზისული ბიუჯეტი, როგორც წლის ბიუჯეტი, საბოლოო ფორმას მიიღებს მას შემდეგ, როდესაც ჩვენ გვეცოდინება პერიოდი, რომელიც დაგვჭირდება დაავადებასთან ბრძოლისთვის და როდესაც ჩვენ გვეცოდინება ის სიმძიმე, რომელიც დააწვა ბიზნესის ამათუ იმ რექტორს და შესაბამისად, გვეცოდინება იმ ღონისძიებების მოცულობა, რომელიც ჩვენს გუნდს დასჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ შევთავაზოთ კერძო პირებს, ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.