მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა შემთხვევაში შეძლებენ აგრარული ბაზრები მუშაობის განახლებას?

ხილი ბაზარში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით იმ შემთვევაში, თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს და დაიცავენ სტანდარტებს, რომლებიც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ არის დამტკიცებული, მაშინ ისინი ფუნქიონირებას შეძლებენ.

„აღნიშნული სტანდარტები სურსათის ეროვნული სააგენტოს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ გვერდებზეა გამოქვეყნებული. სტანდარტით გათვალისწინებულია მთელი რიგი მოთხოვნები, რომლებიც მკაცრად უნდა დაიცვან ბიზნესოპერატორებმა - ბაზრების ადმინისტრაციამ და რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მოთხოვნები უკავშირდება მოვაჭრე პერსონალის სპეციალური დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფას, ჰიგიენური პირობების და სანიტარული პირობების მკაცრად დაცვას, სადეზინფექციო სამუშაოების ყოველდღურ რეჟიმში ჩატარებას. მოთხოვნები ასევე უკავშირდება მიკვლევადობას - თითოეული მოვაჭრე პერსონალის შესახებ ინფორმაციის არსებობას, მათ იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას იმისთვის, რომ მიკვლევადი იყოს თითოეული მოვაჭრე პერსონალის საქმიანობა, მათი კონტაქტები, მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს სად მოძრაობდნენ, როგორი იყო მათი მოგზაურობის სტატისტიკა და ისტორია. ძალიან მნიშნელოვანია, ვისთან იმყოფებოდნენ კონტაქტში ბოლო 14 დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული დაავადების მქონე პერსონალი არ დაიშვება აგრარულ ბაზრებში. 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვის ასევე არსებობს შეზღუდვები.“ განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით სტანდარტში ასევე გათვალისწინებულია ვაჭრობის წესები, მათ შორის, დისტანციები დახლებს შორის, მოვაჭრეების ორგანიზება. იმ შემთხვევაში, თუ პატარა სივრცეებია, მაშინ უნდა შედგეს კონკრეტული სურსათით ვაჭრობის გეგმა, გრაფიკი, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმდება. 

„თოთოეული აგრარული ბაზარი იმუშავებს მხოლოდ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული შტაბების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ გარდა ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა, სტანდარტი განსაზღვრავს მოვაჭრეების ქცევის წესებსაც, მათ შორის, თითოეულ მოვაჭრეს უნდა ჰქონდეს პირბადე, დაცული ჰქონდეს სანიტარული ჰიგიენური წესები. ასევე, აღსანიშნავია რომ მოვაჭრე პერსონალის ვალდებულებებთან, ჰიგიენასთან და სანიტარულ პირობებთან ერთად დადგენილია მომხმარებლის ვალდებულებებიც. საგანგებო მდგომარეობის შესახებ მთავრობის დადგენილებით 181-ე დადგენილებით განსაზღვრული სანქციები ვრცელდება ამ პირობების დარღვევის შემთხვევაშიც, თითოეულ დამრღვევ სუბიექტზე, ეს იქნება ბიზნესოპერატორი, მოვაჭრე თუ მომხმარებელი“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.