მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენი ხიდი და გვირაბი შენდება ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთზე

ოსიაური ჩუმათელეთი

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა. სატენდერო წინადადება 9 პრეტენდენტმა წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე წარმოდგენილი წინადადებები სშერჩევა-შეფასება მოხდება.

აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4 ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. სამუშაოების ვადად 27 თვეა განსაზღვრული. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

ზემოოსიაური–ჩუმათელეთის გზა რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. გზა ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გავა რიკოთის გვირაბთან. ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესია და მოიცავს რამდენიმე გვირაბსა და ხიდს. პროექტის ფარგლებში აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

ამდროისთვის, პირველ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმშიმი მდინარეობს და მიმდინარე წელს, ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა გაიხსნება.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა.