მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ აკრძალა ბენზინის იმპორტი რუსეთმა

ბენზინი, ფასი, იმპორტი, აკრძალვა, რუსეთი

მსოფლიოში ნავთობის ფასის ვარდნის ფონზე რუსეთის მთავრობამ ქვეყანაში ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა. ამის მიზეზია შიდა ბაზარზე იაფი უცხოური ბენზინის მოხვედრის შეზღუდვა.

ამის შესახებ რუსულ სააგენტო RBC.RU-ს საწვავის ბაზრის ერთ–ერთმა მონაწილემ მოუთხრო და სამმა მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.

სააგენტოს წყაროების მონაცემებით, ამ წინადადებით ენერგეტიკის სამინისტრო გამოვიდა, რასაც მხარი პროფილურმა ვიცე–პრემიერმა იური ბორისოვმა დაუჭირა.

აკრძალვა უახლოეს დღეებში შევა ძალაში, კომპანიებს კი ამის შესახებ შეტყობინებას გაუგზავნიან. ეს გადაწყვეტილება კანონით მოგვიანებით გამყარდება. ეს ნაბიჯი დროებითია და პირველ ეტაპზე სექტემბრამდეა გათვლილი, ანუ იმ პერიოდზე, როდესაც ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზიც, ნავთობის ფასი დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

ამ თემაზე კრემლი ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს.