მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რქაწითელისა და კახური მწვანის ჩაბარების მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

რტველის პროცესი

რქაწითელსა და კახურ მწვანეს მთავრობა გლეხებისგან მინიმუმ 80 თეთრად ჩაიბარებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოახდენს რთველის სუბსიდირებას. განსაკუთრებით ისეთ ჯიშებზე, როგორიცაა რქაწითელი და კახური მწვანე, მინიმალური ფასი იქნება 80 თეთრი. ეს ის მინიმალური შესაძლებლობაა, რაც ჩვენ, კრიზისის პერიოდში შეგვიძლია გავუწიოთ მევენახეებს“,-აღნიშნა პრემიერმა.

გახარია განმარტავს, რომ თუ საჭირო გახდება, შესყიდვებში სახელმწიფო ჩაერთვება და ამისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხა უკვე განსაზღვრული აქვს.