მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საქართველოს ეკონომიკურ დახმარებას პირდებიან

მსოფლიო ბანკი

საქართველოში სავალუტო ფონდისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის განვითარებისა და რეკუნსტრუქციის ბანკისა და მსოფლიო ბანკის რეგიონული წარმომადგენლები, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები, საქართველოს ხალხისა და მთავრობის სახელზე COVID 19-თან დაკავშირებით ერთობლივ ღია წერილს ავრცელებენ.

COVID-19–ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგებს. მოსალოდნელია, რომ მისი გავლენა მსოფლიო ფინანსურ კრიზისზე უარესი იქნება, ხოლო ეკონომიკური ზარალი ყველა ქვეყანაში გაიზრდება. საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობაზე და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, განსაკურთებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო.“ აღნიშნულია წერილში.

წერილში პოზიტიურადაა შეფასებული ის ნაბიჯები რაც საქართველომ ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით გადადგა და ასევე ის ღონისძიებები, რომლებიც წინა წლებში ჰიპოთეტური ეკონომიკური კრიზისის შესარბილებლად გატარდა, საუბარია ფისკალურ პოლიტიკაზე და სავალუტო რეზერვების ზრდაზე. თუმცა გზავნილში ასევე აღნიშნულია, რომ რომ ეს ქმედებები კრიზისის დასაძლევად არასაკმარისია. წერილის ავტორები საქართველოს ფინანსური დახმარებისთვის მზაობას გამოთქვამენ და აცხადებენ რომ ეკონომიკური დახმარების არსებით პაკეტზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.

„მიუხედავად ამისა, კრიზისის უპრეცედენტო ხასიათის გათვალისწინებით, საჭირო იქნება დიდი მოცულობის ინვესტიციები და ფინანსური დახმარება ჯანდაცვის სექტორის სათანადოდ აღჭურვისთვის მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად. არავინ უნდა გამოგვრჩეს; საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ. უნდა გაგრძელდეს ინვესტიციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში, მოხდეს გარღვევის შემცირება ქვეყნის ფინანსებში და ქვეყანა ეკონომიკური მედეგობის აღდგენისთვის უნდა მოემზადოს.

ამ პანდემიის დაძლევისთვის საჭიროა ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროებში კოორდინირებული რეაგირება. ჩვენ, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საშუალებით, საფრანგეთის რესპუბლიკა – განვითარების სააგენტოს (AFD) საშუალებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი ერთად ვმუშაობთ, რომ ვუზრუნველყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა და ამჟამად, განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე. განვითარების სფეროში მოღვაწე ბევრი სხვა პარტნიორი ასევე ამზადებს დახმარების პაკეტებს საქართველოს ხალხისთვის.

როგორც საქართველოს გერბზე არსებული წარწერა სამართლიანად ამბობს, ახლა ნამდვილად "ძალა ერთობაშია!"