მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტი ამოიღო

უაქციზო სიგარეტი

შემოსავლების სამსახურმა 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის 28 ფაქტი გამოვლინდა. ჯამში ამოღებულია 1254 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, 55,082 კგ თუთუნი და 1460 ღერი თვითნაკეთი სიგარეტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ.