მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ტურისტებისთვის გაიხსნება

ავსტრია საქართველო ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას განიხილავს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხო ტურისტული დერეფნის საკითხი განიხილეს.

ტურიზმის ერვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ ბრძოლას პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ და მიღებულ ეფექტურ გადაწყვეტილებებს, რის შედეგად საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ტურისტებისთვის გაიხსნება.

მარიამ ქვრივიშვილმა და არად ბენკომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის და სამოგზაურო პროტოკოლების ამოქმედების საკითხებიც განიხილეს.

„ავსტრიის ელჩთან საქართველოში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხო დერეფნების პრინციპით თანამშრომლობა. ვისაუბრეთ იმ სავალდებულო რეგულაციების შესახებ, რომელიც საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში ინერგება. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ძალიან პოზიტიურად შეფასდა საქართველოს ბრძოლა Covid-19-თან მიმართებით. ჩვენ რა თქმა უნდა მოხარულები ვიქნებით, თუ ავსტრია ერთ-ერთი ის პირველი ქვეყანა იქნება, რომლის მოქალაქეებსაც როგორც ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლებთ,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.