მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო-გერმანია-საფრანგეთმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ქართულ-ფრანგული თანამშრომლობის განხილვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებთან ჰუბერტ ქნირშსა და დიეგო კოლასისთან შეხვედრისას, ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, უსაფრთხო ტურისტული დერეფნების მოწყობა და მწვანე ზონების შექმნა განიხილა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა და საქართველოს მთავრობამ ეფექტური ზომები მიიღო Covid19-ის გავრცელების წინააღმდეგ.

მარიამ ქვრივიშვილმა ელჩებთან შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის და სამოგზაურო პროტოკოლების ამოქმედების საკითხები განიხილა.

საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, ფრანგული მხარე მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო საუკეთესო მარკეტინგული კუთხით იყოს წარდგენილი საფრანგეთის ტურისტულ ბაზარზე.

„ჩვენ ძალიან მოწადინებულები ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეკონომიკის გამოცოცხლებას და მის დინამიურობას ამ გამოწვევების პერიოდში. დღეს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ვისაუბრეთ საქართველოში ტურიზმის გახსნის პირობებზე, უსაფრთხო დერეფნების შექმნის და მწვანე ზონების მოწყობის შესახებ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ზაფხულის სეზონზე საქართველოში ტურიზმი იხსნება. ამ ეტაპზე ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს. ჩვენ ძალიან მოწადინებულები ვართ, რომ საქართველო საფრანგეთის ტურისტულ ბაზარზე საუკეთესო მარკეტინგული კუთხით იყოს წარდგენილი ,“- განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.