მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო გერმანიისგან 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს

ფინანსთა მინისტრი

საქართველომ ფინანსური დახმარების მიღების შესახებ კიდევ ერთ დონორთან შეთანხმება გააფორმა.

ამის შესახებ PIA.GE -ს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, დღეს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას, „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის III პროგრამის“ ფარგლებში 90 მილიონი ევროს მიღების თაობაზე.

"აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და ჩამორიცხვის შემდეგ, მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში. აღსანიშნავია, რომ KFW-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა, კლაუს ფაიგელმა.