ეკონომიკა

საქართველოდან 6 179 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

ატამი ექსპორტზე
13:25 15.07
დაკოპირებულია

ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. 14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 6 179 ტონა ატამი და ვაშლატამა, რაც 640 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წელს, ამავე პერიოდში, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მაჩვენებელმა 5 539 ტონა შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (61% - 3 796 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (30% - 1 857 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (7% - 417 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის, სლოვენიის, მოლდოვასა და სინგაპურის რესპუბლიკებში (2% - 109 ტონა).

„მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით“,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან 5 პი...

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 5-ს ბრალი ჯგუფურად გ...
„დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევაა სამუშაო ადგილები და ეკონომიკის აღორძინება და ჩვენ ყო...
18 წუთის წინ
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ახალქალაქის ცენტრში მომხდარი ჩხუბის დროს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებ...
18 წუთის წინ
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზებზე ცემენტო-ბეტონი...
46 წუთის წინ
გორის მუნიციპალიტეტის მოსახელობის ჩივილი და ზარები ცხელ ხაზზე არ წყდება, რადგან მიუსაფარი ძაღლების რ...
47 წუთის წინ
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჯივიპი 12 აგვისტოს ქ. წამებულის გამზირზე ტექნ...
ხვალ, 12 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ისნის რაიონში, ქეთევან წამებულის გამზირზე N8-სთან წყალმ...
58 წუთის წინ
კახა კალაძე: ლაგოდეხს უდიდესი ეკონომიკურ...
„ლაგოდეხი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მოსავლიანი, ბარაქიანი მუნიციპალიტეტია ქვეყანა...
შინდისის ბრძოლიდან 12 წელი გავიდა
შინდისის ბრძოლიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შ...
ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პ...
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავა...