მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოდან ექსპორტზე კიდევ 41.6 მილიონი დოლარის თხილი გავიდა

თხილი ექსპორტზე

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოდან 7 684 ტ თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 41.6 მლნ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს 2 252 ტ-ით (41%) აღემატება, ხოლო ექსპორტის ღირებულება 14.3 მლნ დოლარით (52%) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (2 233 ტ), იტალიაში (1 507 ტ), ჩეხეთში (470 ტ), პოლონეთში (298 ტ), ბულგარეთში (220 ტ), ესპანეთში (209 ტ), საფრანგეთში (191 ტ), ლიეტუვაში (203 ტ), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლატვიაში (62 ტონა), სლოვაკეთში (37 ტ), ავსტრიასა (22 ტ) და ხორვატიაში (10 ტ).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (397 ტ), სომხეთი (379 ტ), ბელარუსი (175 ტ), უკრაინა (148 ტ), ალჟირი (148 ტ), ბრაზილია (136 ტ), კანადა (114 ტ), საუდის არაბეთი (74 ტ), მექსიკა (53 ტ), ერაყი (24 ტ), დიდი ბრიტანეთი (22 ტ), აშშ (19 ტ) და სხვა.

ინფორმაციისთვის, 2016 წლიდან, აზიური ფაროსანასა და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 000 ტ-ს მიაღწია.