გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად, ახალი პროგრამა „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება“ შეიმუშავა და ქვეყანას 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა. დაფინანსება პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას მოხმარდება. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციიდან აცნობეს.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში კლაუს ვეიგელმა.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში, გერმანიის მხრიდან საქართველოს მიღებული აქვს პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხის (PBL - ენერგეტიკის სექტორის რეფორმა) საბიუჯეტო მხარდაჭერა, 90 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა მიმდინარე წლის 30 ივლისს.