ეკონომიკა

საქართველომ და მსოფლიო ბანკმა 45 მლნ ევროს დახმარებაზე შეთანხმება გააფორმეს

ონლაინ შეხვედრა მსოფლიო ბანკთან
11:15 08.07
დაკოპირებულია

მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის 45 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსების მიღების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

შეთანხმებას ხელი მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა და ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მოაწერეს. მსოფლიო ბანკის აღნიშნული დახმარება ქვეყნის ეკონომიკაზე COVID-19-ის ზეგავლენის შემცირებას მოხმარდება.

დამატებითი დაფინანსების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა.

დამატებით გამოყოფილი 45 მლნ ევრო მსოფლიო ბანკისგან COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენის შემსუბუქებისთვის განხორციელებული რიგით მეორე ტრანშია.

მსოფლიო ბანკისგან საქართველოს უკვე ჯამში $80 მლნ გადაეცა.

რაც შეეხება დახმარების მომდევნო ეტაპს, მესამე ტრანში ფოკუსირებული იქნება იმ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე, რომლებზეც COVID-19-ის პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია.

გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალების ქრონოლოგია, 2020 წ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან 5 პი...

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 5-ს ბრალი ჯგუფურად გ...
ოკუპირებული ტერიოტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მსოფლიო...
33 წუთის წინ
დღეის მონაცემებით, კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა...
35 წუთის წინ
„დღეს, ჩვენი პოლიტიკური გუნდი წარმოგიდგენთ მაჟორიტარობის კანდიდატს, ადამიანს, რომელიც საქართველოს პა...
39 წუთის წინ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, მესტიის...
16:55
ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა როგორია ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობ...
ყოფილი დეპუტატი გოგი თოფაძე მისი შვილიშვილის, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. რო...
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ სააღსრულებო...
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ სააღსრულებო წარმოება და...
ჯივიპი 12 აგვისტოს ქ. წამებულის გამზირზე...
ხვალ, 12 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ისნის რაიონში, ქეთევან წამებულის გა...
უკრაინაში აზარტული თამაშების ბიზნესი ლეგ...
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში აზარტული თამაშების ბიზნესის ლ...