მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აბაშაში სამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრი აშენდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერა ბიზნესს

საქართველოს ბანკმა აბაშაში, გამსახურდიას ქუჩაზე სამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრის მშენებლობაში ფინანსური თანამონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროცესი პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა და საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. თვის ბოლოს კი ცენტრი უკვე სრული დატვირთვით ამუშავდება.

საწყის ეტაპზე ობიექტზე 8 თანამშრომელი დასაქმდება, თუმცა მათი რიცხვი სავაჭრო ცენტრის გახსნის შემდეგ 20-მდე გაიზრდება. პროექტის ჯამური ინვესტიციის საერთო მოცულობა $110 000-ს შეადგენს.

ინვესტიციაში თანამონაწილეობა ბანკის მხრიდან 60 000 ევროა.

„საქართველოს ბანკის ხელშეწყობით რეგიონში კიდევ ერთი ბიზნესი იწყებს ფუნქციონირებას. კერძოდ, აბაშაში სულ მალე მასალების სავაჭრო ცენტრი გაიხსნება. მსგავსი ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური აქტივობების წახალისებას, ახალ სამუშაო ადგილების შექმნას. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ჩვენს ბიზნესებთან გრძელვადიანი პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.