მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თილისმა“ წარმოებას აფართოვებს

თილისმა წარმოებას აფართოვებს

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანია, რომელმაც საქმიანობა 2018 წელს დაიწყო, პროდუქტს უკვე www.amazon.com-ზე ყიდის.

პროდუქტის გამრავალფეროვნების მიზნით განხორციელებულმა ინვესტიციამ 58 000 დოლარი შეადგინა. წარმოების პროცესში 13 ადამიანია ჩართული. ბრენდი 5 სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. ესაა ხელნაკეთი წიგნის დამჭერები.

„თილისმა“ Amazon-ის გარდა პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციასაც გეგმავს.

„საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდ „თილისმა“ -ს მიეცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო გააფართოვოს წარმოება სხვადასხვა სახეობის ხის ნაკეთობების რეალიზაციით. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესების წახალისებას, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ ისინი და შეიტანონ საკუთარი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.