მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ბანკმა 55 მილიონი დოლარის მოცულობის მოზიდვით კაპიტალისა და ლიკვიდურობის პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა

ინვესტიცია

საქართველოს ბანკმა 55 მილიონი დოლარის მოცულობის 10 წლიანი ინვესტიცია მოიზიდა. ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სუბორდინირებული სინდიცირებული სესხის ფარგლებში რესურსი განკუთვნილია ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტად კლასიფიცირებისთვის.

ინვესტიციის მოზიდვით ბანკის კაპიტალისა და ლიკვიდურობის პოზიციები კიდევ უფრო გაუმჯობესდა, რაც ბანკს დაეხმარება COVID- 19- თან ბრძოლაში. 

"მოხარული ვარ, რომ FMO-სთან ჩვენი გრძელვადიანი და წარმატებული პარტნიორობა ამ მნიშვნელოვანი გარიგებით გრძელდება. სუბორდინირებული სესხი კაპიტალის შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგვცემს. მსურს, მადლობა გადავუხადო FMO-ს, რომელმაც  ჩვენს ამჟამინდელ და ახალ პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს ახალ პარტნიორ კრედიტორებს ბანკის კაპიტალის სტრუქტურის დივერსიფიკაციისა და კაპიტალის პოზიციის გამყარებაში მხარდაჭერის გაწევისთვის, რომელიც საქართველოს ბანკის, როგორც ქვეყნის წამყვანი ბანკის როლის გაძლიერებაში აისახება", - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.