მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში მშპ 1 სულ მოსახლეზე 2019 წელს $40-ით გაიზარდა

მშპ, ზრდა, საქართველო

წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 50 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12.1%-ით აღემატება.

მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 5.1%-ით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6.6 %-ით განისაზღვრა.

თუ ნომინალური მშპ ეროვნულ ვალუტაში 5.4 მლრდ ლარით გაიზარდა, ვალუტის კურსის გაუფასურების გამო, დოლარში ეს ზრდა $140 მლნ-მდე შემცირდა და $17.7 მლრდ შეადგინა.

მშპ 1 სულ მოსახლეზე ეროვნულ ვალუტაში 1460 ლარით 11 970-დან 13 430 ლარამდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი $40-ით $4720-დან, $4760-მდე.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.4 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.5 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.1 პროცენტი), მშენებლობა (8.6 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.4 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.8 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (6.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (7.4 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (14.3 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (15.2 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (8.9 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (9.6 პროცენტი), განათლება (8.8 პროცენტი).

კლება აღინიშნა სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების სექტორში (-2.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში (-2.1 პროცენტი).