ეკონომიკა

სამტრედია-გრიგოლეთის 15 კმ-მდე მონაკვეთის მშენებლობა ბოლო ეტაპზეა

15-კმ-იანი მონაკვეთი
12:45 12.05
დაკოპირებულია

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ და მეორე მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მეორე მონაკვეთზე, ჯაპანა-ლანჩხუთის 15 კმ-მდე გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები ხორციელდება. ასევე რეაბილიტაცია უტარდება არსებულ გზასთან დამაერთებელ 2.7 კმ-იან მონაკვეთს, სადაც მიწის ვაკისის სამუშაოები, გაბიონებისა და კიუვეტების მოწყობა მიმდინარეობს.

სამტრედია–გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 16 ხიდის, მათ შორის 3 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარი), წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს.

სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის. სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ 11.5 კმ-იან მონაკვეთზე. სადაც ამ დროისთვის, ხიდების მშენებლობა, წყალგამტარი მილების, მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა და მიწის ვაკისის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 ხიდისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს. სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას, სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის.

სამუშაოების ღირებულება 89 მილიონი ლარია. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშსენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ჩვენ არ და ვერ გავჩერდებით, რადგან, როდესაც ვზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ვფიქრობთ ჩვე...
16 წუთის წინ
„დღეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე მზრუნველი და დამხმარე გახდა, უსმენს ადამიანებს და ყველაფერს აკეთ...
20 წუთის წინ
„არ შემიძლია, არ დავაფასო ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გაწეულ...
21 წუთის წინ
დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა ქვეყანაში არსებულ...
29 წუთის წინ
პრეზიდენტის ბრიფინგი 2019 7

პრეზიდენტი: სამართალდამცველების პროფესიონალიზ...

„სამართალდამცველების პროფესიონალიზმზე დამამცირებელი შეფასებები ასევე ემსახურება ქვეყნის დისკრედიტაცი...
32 წუთის წინ
მდინარაძე: ენმ ისეა გათავხედებული, 2012...
„ნაციონალური მოძრაობა“ ისეა გათავხედებული, რომ 2012 წლამდე მომხდარი ამაზრზენი და...
სოფიო ქაცარავამ ბრისტოლში სამუშაო ვიზიტი...
სოფიო ქაცარავამ ბრისტოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა. ინფორმაც...
მდინარაძე: არჩევნების შემდეგ ლოქდაუნი არ...
„ქართული ოცნების“ წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არ...