მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება

გრიგოლეთის გზა

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შეკავების მიზნით საქართველოში სამსახურების უმრავლესობა დროებით დაიხურა, თუმცა ეს შეზღუდვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებსა და ინფრასტრუქურულ პროექტებს არ შეხებია. გზების მშენებლობა უსაფრთხოების გარკევული სტანდარტების დაცვით ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი (კმ 6-კმ 14) სარეაბილიტაციო მონაკვეთი გურიის რეგიონში მდებარეობს. მონაკვეთი საავტომობილო გზამოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, ამ გზით ხორციელდება ქვეყანაში შემოსული ძირითადი სატრანზიტო გადაზიდვები, შესაბამისად ამ მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, გზის საფარი დაზინებული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის პროექტით, გათვალისწინებულია, მიწის სამუშაოები, გზის სავალი ნაწილის ფრეზირება და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5.2 მლნ ლარია, სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.