მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამთვიანი კლების შემდეგ ივნისში ფულადი გზავნილების მოცულობა 17.8%-ით გაიზარდა

ფულადი გზავნილები ივნისი

სამთვიანი კლების შემდეგ ფულადი გზავნილების მოცულობა ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.8%-ით $169 მლნ-მდე (515 მლნ ლარი) გაიზარდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

6.4%-იანი კლების მიუხედავად, ყველაზე მეტი - $32.6 მლნ რუსეთიდან ჩაირიცხა. 39%-იანი ზრდის შემდეგ, $26.8 მლნ-ით იტალიამ მეორე ადგილი დაიკავა. მესამეზე კი $20 მლნ-ით შეერთებული შტატები გავიდა. აშშ-დან ფულადი გზავნილების მოცულობა 1 წელიწადში 31.1%-ით გაიზარდა.

ივნისში 25.4%-ით $21.9 მლნ-მდე გაიზარდა საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული თანხის მოცულობაც.