მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფინანსო სექტორი მუშაობას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში უწყვეტად განაგრძობს

საქართბელოს ეროვნული ბანკის შესასვლელი

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს რომ საფინანსო სექტორი მიმდინარე გამომწვევებს მომზადებული ხვდება.

სების განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს იზღუდება კონსიტუციით გარანტირებული მთელი რიგი უფლებები, საკუთრების უფლების ჩათვლით შეზღუდვა არ ეხება კომერციულ ბანკებში და ზოგადად, საფინანსო სექტორში განთავსებულ ფულად სახსრებს.

საფინანსო სექტორი განაგრძობს სერვისების სრული სპექტრის შეუზღუდავ მიწოდებას. მათ შორის, ნაღდი ფულის უწყვეტ მიწოდებას, ანგარიშსწორებას, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურებას. შეუფერხებლად იმუშავებენ გადახდის აპარატები და ბანკომატები.

კორონავირუსთან უკეთ საბრძოლველად ეროვნული ბანკი მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები. ბანკებს, სესხის გამცემ სუბიექტებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ეძლევათ რეკომენდაცია მაქსიმალურად შეზღუდონ სერვის ცენტრებში მომსახურე პერსონალისა და კლიენტებს შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი. უზრუნველყონ მათი პერსონალის მაქსიმალური დაცვა.

„ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩისახლში“ - აღნიშნულია სების განცხადებაში.