მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სავალუტო ჯიხურები იხურება

სავალუტო, ჯიხური, შეზღუდვა

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სესხის გამცემი სუბიექტები და სავალუტო ჯიხურები ოფისებიდან დროებით წყვეტენ მუშაობას.

შეზღუდვა ასევე შეეხება საკრედიტო კავშირებს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორებს და აქტივების მმართველ კომპანიებს.

რეგულაციები არ ეხება ბანკებს. როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან. ასევე, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით ამ შეზღუდვის პირობებშიც, მოსახლეობას ფინანსური სერვისების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა აქვს. მათ შორის, გრძელდება ნაღდი ფულის შეუფერხებლად მიწოდება, ნებისმიერი ტიპის გადახდების განხორციელება, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურება და ვალუტის გადაცვლის სერვისების მიწოდება (ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში).