მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სექტემბერში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 3.37 მლრდ ლარით გაიზარდა

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

სექტემბერში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 3.37 მლრდ ლარით გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2020 წლის პირველი ოტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი;

მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 3.37 მლრდ ლარით, ანუ 6.61 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.26 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი ოქტომბრისათვის 54.34 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.46 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.04 პროცენტია. - აღნიშნულია განცხადებაში.