მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სიღნაღის 8 სოფელი 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა

სიღნაღი წყალი 8 სოფელი

სიღნაღის მუნიციპალიტეის 8 სოფელში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები იწყება. პროექტი სოფლების - ტიბაანის, ანაგის, ბოდბისხევის, ქვემო ბოდბის, საქობოს, ვაქირის, ჯუგაანისა და ქვემო მაღაროს უწყვეტ წყალმომარაგებას ითვალისწინებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპსგზა" უახლოეს დღეებში დაიწყებს.

„კონტრაქტორმა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 26 თვეში უნდა დაასრულოს. სოფლების წყლის სისტემის მოწყობისთვის საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 27 მლნ ლარია გათვალისიწინებული. სამუშაოების ფარგლებში გათვალისიწნებული სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელის და ჭაბურღილების მოწყობა, ასევე აშენდება ახალი რეზერვუარები და საქლორატორო. სამუშაოების დასრულების შედეგად, 8 სოფლის მოსახლეობა, 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, - განმარტავენ რეგიონულ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.