მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

StopCoV ფონდში ერთ დღეში 1,7 მლნ ლარი გადაირიცხა

კორონავირუსი, ფონდი, ლარი

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცნობით, StopCoV ფონდში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩარიცხვები 1,7 მლნ ლარით გაიზარდა.

3 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 22 ,8 მლნ ლარია მობილიზებული.

ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა:

·         ირაკლი გილაური, 1 მლნ ლარი

·         საქველმოქმედო ფონდი „ხარება“, 300 000 ლარი

·         ტავ ურბან საქართველო, 150 000 ლარი

·         აქსის თაუერსი, 50 000 ლარი

·         ქროსქანთრი საქართველო, 40 000 ლარი

·         მოგზაურთა კლუბი, 20 000 ლარი

·         გრიზლი, 20 000 ლარი

·         ჯორჯიან პეტროლეუმ დისტრიბიუშენი, 20 000 ლარი

·         გრინლაიფ - Greenlife, 15 000 ლარი

·         შატო მუკუზანი, 10 000 ლარი

·         შპს „ვარკეთილი 96“, 10 000 ლარი

·         ახალი ნათება, 10 000 ლარი

·         მაი ბილდინგი, 10 000 ლარი

·         შპს „არესემ კორპ“, 10 000 ლარი

·         გერალი, 10 000 ლარი

·         ფენიქსი, 10 000 ლარი

·         ახალი ნათება, 10 000 ლარი

·         შპს „მეტეორი“, 10 000ლარი

·         სს სამშენებლო სამრეწველო და სავაჭრო ფირმა "ეჯეთაშ"-ის საქართველოს ფილიალი, 5 000 ლარი

·         რეალექსპერტი, 5 000 ლარი

StopCoV ფონდი, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა. ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს,  StopCoV ფონდში გადარიცხავენ.