მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაცია საქართველოზე სამართლებრივ დასკვნას აქვეყნებს

საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა

საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის დეკემბერში ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა.

2020 წლის 29 ივლისს, საერთაშორისო სვოპებისა და დერივატივების ასოციაციამ (ISDA) საქართველოზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის დასტურია. როგორც კანონის პროექტი, ისე ISDA სამართლებრივი დასკვნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ქმედითი მხარდაჭერით მომზადდა.

ISDA-ს ურთიერთგაქვითვაზე გამოქვეყნებული აქვს სამართლებრივი დასკვნები 75-ზე მეტ ქვეყანაზე და მათი განახლება ყოველწლიურად, კანონმდებლობის ცვლილებების შესაბამისად ხდება. ამიერიდან ამ ჩამონათვალს საქართველოც დაემატა.

ეროვნული ბანკის განმარტებით ISDA სამართლებრივი დასკვნის გარეშე დაინტერესებულ ინვესტორებს ცალ-ცალკე მოუწევდათ ინდივიდუალური სამართლებრივი დასკვნის დაკვეთა იურიდიული ფირმებისათვის, რაც გაართულებდა და გააძვირებდა ინვესტირებას.