ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ისტორიული დღის მომსწრენი ვართ - ფოთში საზღვაო განათლება ოფიციალურად დაბრუნდა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი
21:37 სამ. 27 ოქტომბერი
დაკოპირებულია

ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნის ცერემონიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა სიტყვით გამოსვლისას სასწავლებლის შესაძლებლობებზე და პერსპექტივებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სასწავლებელი პირველ ეტაპზე მსურველებს მაღალი ხარისხის გადამზადებისა და მოკლევადიან სასერტიფიკაციო კურსებს შესთავაზებს.

„ინდუსტრიასთან აქტიური თანამშრომლობით ჩვენ მოვახერხეთ და საქართველოში პირველად შევძელით სრულად აღჭურვილი მეთევზე-მეზღვაურთა გადამზადების თანამედროვე სიმულატორის გახსნა. ასევე დამატებით აღვჭურვეთ 10 სასწავლო ლაბორატორია, რომელიც ეტაპობრივად განვითარდება“,- აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ახალ სასწავლებელს 17 დონორი ჰყავს, რაც ნათლად მეტყველებს, რომ საზღვაო დარგის მოთხოვნებსა და გამოწვევებს ფოთის ფილიალი სათანადოდ პასუხობს.

„ფოთში სასწავლებლის გახსნა, საზღვაო და ზოგადად ტრანსპორტის დარგის მიმართ ჩვენი გრძელვადიანი ხედვის ნაწილია, რომელიც, პირველ რიგში, გულისხმობს პროფესიონალი კადრების გადამზადებას და საზღვაო სექტორის სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენელთა რაოდენობის გაზრდას, რაც ავტომატურად ნიშნავს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების გაჩენას და რეგიონიდან პროფესიონალი კადრების გადინების შეჩერებას. 2020 წელს ჩვენ ასევე პირველად ქვეყნის ისტორიაში დავნერგეთ საზღვაო დარგის საგადასახადო შეღავათების სისტემა, რომელიც ხელს შეწყობს სანაოსნო ინდუსტრიის განვითარებას. სწორედ ინდუსტრიის პროფესიონალი კადრებით უზრუნველყოფას მოემსახურება ფოთის სასწავლებელი”, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ქართვეკმა გოგომ თავი მოიკლა

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ყველა შეზღუდვის ჩამონათვალს, რომელიც მომდ...
„თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერ, ამ რეგულაციებს რაც არის, თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდებულია -...
23:58 პარ. 27 ნოემბერი
🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთ...
23:23 პარ. 27 ნოემბერი
მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის...
22:48 პარ. 27 ნოემბერი
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული...
22:16 პარ. 27 ნოემბერი
აბაშიძე-კარასინს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ოკუპაციის ს...

ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარ...
21:38 პარ. 27 ნოემბერი
18:01 პარ. 27 ნოემბერი
ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია
საუკეთესო სტარტაპისთვის: * სითიფეი * სფეისფარმსი * იჰოტელსი * შენით *...
18:00 პარ. 27 ნოემბერი
რატომ გახშირდა მიომური კვანძები ახალგაზრ...
რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ოპერაცია და უშვილო წყვილ...
17:36 პარ. 27 ნოემბერი
სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ ს...
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერ...