მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 2.2%-ით გაიზარდა

მშპ, ზრდა, საქართველო

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის მაჩენებელმა 2.2% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 3.7%-ით განისაზღვრა.

2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები.

კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი თებერვალში 6.4%-ით, ხოლო სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 6.7%-ით გაიზარდა.

იმავე პერიოდში ახალდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 8.9%-ით, 3969-მდე შემცირდა, დღ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა კი 10.5%-ით 6.25 მლრდ ლარამდე გაიზარდა.