მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Tesla-მ Toyota-ს $87 მლრდ-ით გაუსწრო

ტესლა

ამერიკული ელექტრომობილების გიგანტის Tesla-ს კაპიტალიზაცია ზრდას განაგრძობს. მან უკვე დაიკავა პირველი ადგილი ავტომწარმოებლებს შორის და მისმა ღირებულებამ მეოთხედ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

Tesla რომ უბრალო ავტომწარმოებელი იყოს, მის შესახებ ბევრს არ ეცოდინებოდა. 2019 წელს მან სულ 367 ათასი ავტომობილის გამოშვება შეძლო, Toyota-მ 10 მლნ-ზე მეტი. ამის მიუხედავად Tesla-ს კაპიტალიზაცია $258 მლრდ-ს შეადგენს, მისი იაპონური კონკურენტის კი $87 მლრდ-ით ნაკლებს - $171 მლრდ-ს. Toyota-მ გასული წელი $19 მლრდ-იანი წმინდა მოგებით დაასრულა, Tesla-მ $862 მლნ იზარალა. ანალოგიურის თქმა შეიძლება Volkswagen-ზე, Daimler-ზე და სხვა ცნობილ და დიდი ისტორიის მქონე ავტომწარმოებლებზე, თუმცა ღირებულების შესაფასებლად მხოლოდ მიდინარე ფინანსური მაჩვენლები არასაკმარისია და დიდ როლს მოლოდინიც თამაშობს. როგორც ჩანს, ინვესტორები ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ბევრად უფრო დიდ მოგებას ელიან ვიდრე რომელიმე ტრადიციული შიდაწვის ძრავის მქონე ავტომწარმოებლებისგან.

ელექტრომობილების წილი ჯერჯერობით 0.7%-ზე ნაკლებია, თუმცა ზრდას სწრაფი ტემპით განაგრძობს. ფასების კლებასა და ერთი დამუხტვით შესაძლებელ გარბენის ზრდას სამთავრობო სუბსიდიები და შიდაწვისძრავიან ავტომობილებზე გაზრდილი რეგულაციებიც ემატება. გადაუჭრელ პრობლემად ამ დროისთვის დამუხტვის დრო რჩება, სწრაფდამტენიც კი, რომლის ინტენსიური გამოყენებაც არარეკომენიდრებულია ელექტრომობილის დამუხტვას 30-40 წთ ანდომებს, ჩვეულებრივი 6-8 საათს.

Tesla-ს კაპიტალიზაციის პროპორციულად იზრდება მისი დამფუძნებლის ილონ მასკის ქონებაც, რომელმაც $54 მლრდ-ს გადააჭარბა და Forbes-ის მილიარდერთა მიმდინარე სიის პირველ ოცეულში გადაინაცვლა.