მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

TOSHIBA ლეპტოპების წარმოებას წყვეტს

ტოშიბა ლეპტოპებს აღარ აწარმოებს

იაპონური ელექტრონიკის მწარმოებელი TOSHIBA-მ ბაზარზე წილის შემცირების შემდეგ ლეპტოპების ბაზარი ტოვა, რითაც 35 წლიან ისტორიას წერტილი დაუსვა.

2 წლის წინ TOSHIBA-მ ლეპტოპების ბიზნესის 80.1%-იანი წილი SHARP-ს $36 მილიონად მიჰყიდა, რომელმაც ახალ ხაზს Dynabook დაარქვა. 2 წლის შემდეგ SHARP-მა დარჩენილი 19.9% გამოისყიდა. 4 აგვისტოს TOSHIBA-მ გარიგების დასრულების შესახებ განაცხადა.

ტოშიბამ პირველი ლეპტოპი 1985 წელს გამოუშვა, რომელსაც 3.5 ინჩიანი ფლოპი დისკის მხარდაჭერა და 256 KB-იანი მეხსიერება გააჩნდა. ლეპტოპი $2000 ღირდა, რაც დღევანდელი კურსით $4800-ს უდრის.

1990-იან და 2000-იან წლებში TOSHIBA ერთ-ერთ საუკეთესო მწარმოებლად ითვლებოდა, მაგრამ 10-იან წლებში გაყიდვები კატასტროფულად 92.1%-ით დაეცა. თუ 2011 წელს კომპანიამ 17.7 მლნ ლეპტოპი გაყიდა, 6 წლის შემდეგ, 2017 წელს მხოლოდ 1.4 მლნ-ის რეალიზაცია მოახდინა.

TOSHIBA 2 კომპანიის გაერთიანების შედეგად 1939 წელს დაარსდა. კომპანია ძირითადად კომპიუტერულ ტექნიკას, ტელევიზორებსა და კონციციონერებს აწარმოებს, თუმცა 509 მეტრი სიმაღლის „ტაიპეი 101“-ში, რომელიც 2004-2010 წლებში მსოფლიოს უმაღლეს ცათამბჯენად ითვლებოდა, ლიფტები TOSHIBA-ს დამზადებულია. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $15 მლრდ-ს შეადგენს, რაც 20 წლის წინადელთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია.