მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა ეპიდვითარებაზე: შეზღუდვები აბსოლუტურად სწორ დროს დავაწესეთ

ნათია თურნავა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პანდემიის დასაწყისში, როდესაც არც საქართველომ და არც მსოფლიომ არ იცოდა როგორ მოეხდინა სწორი რეაგირება ვირუსზე, ასეთ ვითარებაში ქვეყანაში შეზღუდვები სწორ დროს დაწესდა.

თურნავას თქმით, მიღებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო. მინისტრი ამბობს, რომ დღეს სწორედ ამიტომ ვითარდება ეკონომიკა.

„ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ აბსოლუტურად სწორ დროს. ეს იყო პანდემიის დასაწყისი, როდესაც არც საქართველოში და არც მსოფლიოში არ ვიცოდით სწორი რეაგირება პანდემიაზე, არ იყო კარგად ცნობილი მკურნალობის მეთოდოლოგია და როგორ უნდა ემართა მსოფლიოს ეს გამოწვევა.

იმ დროს თითოეული შემთხვევა იყო გაცილებით დიდი შოკი და საფრთხე, ვიდრე დღეს დაუშვათ დღეს კოვიდინფიცირების 10 შემთხვევა. დღეს ამიტომაც ვითარდება ჩვენი ეკონომიკა და დაიწყო გაჯანსაღება, რომ ჩვენ პირველი ორი, სამი თვე დავაწესეთ მკაცრი შეზღუდვები. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ ვისაუბრებდით ეკონომიკის აღდგენაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ქვეყანაში 26 თებერვლიდან დღემდე სულ დადასტურებულია კოვიდინფიცირების 31 127 შემთხვევა.