მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურნავა: Wizz Air და RYANAIR აღდგენილ მიმართულებებზე ფრენების ათვისებას გეგმავენ

ეკონომიკის მინისტრი

„გამოიცა ე.წ. ნოტამი და მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ნოემბრის თვეში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თურნავას თქმით, რეგულარული ფრენები ეტაპობრივად იხსნება. მინისტრი აცხადებს, რომ ძირითადად ეს ევროპული მიმართულებებია.

„ჩვენ ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს. ეს არის მთელი რიგი მიმართულება, ძირითადად ევროპული მიმართულებებია. მათ შორის ისეთი მიმართულებებია, სადაც აქამდეც ხორციელდებოდა შეზღუდული ფორმატით რეისები, ახლა არის ღია რეგულარული შესრულებისთვის. ტრადიციული მიმართულებით მიუნხენი, პარიზი, რიგა, აქ ჩვენ შევთავაზეთ იმ კომპანიებს, ვინც ემსახურება ამ მიმართულებებს გაზარდონ სიხშირეები, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს ამსტერდამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვიულნიუსი, დორტმუნდი, მილანი ამ მიმართულებით შესაძლებელი იქნება იმ კომპანიებისთვის ვინც აქამდეც ასრულებდა ამ მიმართულებებს, დაიწყოს რეგულარული ფრენები“, - აღნიშნა თურნავამ.

ნათია თურნავა ამბობს, რომ ავიაკომპანიების კომერციულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული თუ რა სიხშირით იფრენენ.

თურნავა აცხადებს, რომ პანდემიის გამო ავიაკომპანიებს საკმაოდ რთული პერიოდი უდგას.

„რამდენადაც ჩვენ ვიცით დღეის მონაცემებით ვიზიარი აქტიურად გეგმავს, რომ ქუთაისიდან დამატებული ფრენების ათვისებას, ეს არის ვილნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე, თუმცა ისევ და ისევ როცა პოლონეთზე ვსაუბრობთ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დამხვედრ ქვეყანასაც თავისი შეზღუდვები აქვს. რაც შეეხება რაინეარს, ჩვენ მათი მოთხოვნის საფუძველზე დავუშვით თბილისი-მილანი, ერთ-ერთი ახალი მიმართულება იყო, რაც კოვიდამდე იყო მათთან შეთანხმებული და კოვიდ დროსაც მოგვმართეს გარკვეული ფრენების მოთხოვნით.

მათ გლობალურად გადაწყვეტილი აქვთ, რომ 70%-მდე შეამცირონ ზოგადად ფრენები, გაგვიხარდება რომ მალევე აითვისებენ მიმართულებებს, როდიდან დაიწყებენ და რა სიხშირით თავად კომპანია გადაწყვეტს. ჩვენი მხრიდან მწვანე შუქი ანთებულია“, - დასძინა თურნავამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 Wizz Air ქუთაისი-რიგის მიმართულებაზე ფრენებს იწყებს

👉 თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენები დაიწყო

👉 ამერიკული ავიახაზები 15 ქალაქთან ფრენებს წყვეტს

👉 საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იქმნება