ეკონომიკა

თურნავამ იმერეთში ქვეყნის გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის ფარგლებში ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ნათია თურნავამ იმერეთის რეგიონში ქვეყნის გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის ფარგლებში ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
19:00 ოთხ. 28 ოქტომბერი
დაკოპირებულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს იმერეთის რეგიონში ქვეყნის გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო. ნათია თურნავა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კლდეეთს იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორ მიხეილ შალამბერიძესთან და „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორთან, აზერ მამმედოვთან ერთად ესტუმრა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ეკონომიკის მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მიულოცა მათი სოფლების გაზიფიცირების პროექტის წარმატებით დასრულება. სოფელ გოგნიში მცხოვრები 205 მოსახლე უზრუნველყოფილია ბუნებრივი გაზით, რისთვისაც აშენდა 20 456 გრძივი მეტრი გაზსადენი. რაც შეეხება ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვემო კლდეეთს, სოფლის 216 აბონენტი უკვე უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით.

მთლიანად თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე, გაზიფიცირდა 5 დასახლებული პუნქტი და 900-მდე ოჯახი.

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე, გაზიფიცირდა 21 დასახლებული პუნქტი და 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალება მიეცა. ამჟამად, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ორ დასახლებულ პუნქტში, სადაც 200-მდე აბონენტს საშუალება მიეცემა, ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.

მოსახლეობასთან შეხვედრისას ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა გეგმაზელის მიხედვით საქართველოს გაზიფიცირების 2019 – 2021 წლის პროგრამის ფარგლებში 384 დასახლებული პუნქტი მთლიანად გაზიფიცირდება და ქვეყნის გაზიფიცირების დონე 90 % იქნება.

ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, რადგან კიდევ რჩება დასახლებული პუნქტები, რომლებსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, ეს პროგრამა გაგრძელდება - შემდგომი სამწლიანი პროგრამა უკვე 2022-24 წლებში განხორციელდება, მის ფარგლებში კიდევ 211 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდება და შედეგად, 2024 წლის ბოლოს საქართველოს 600-მდე ქალაქი და სოფელი მიიღებს ბუნებრივ აირს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართვეკმა გოგომ თავი მოიკლა

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ყველა შეზღუდვის ჩამონათვალს, რომელიც მომდ...
„თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერ, ამ რეგულაციებს რაც არის, თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდებულია -...
23:58 პარ. 27 ნოემბერი
🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთ...
23:23 პარ. 27 ნოემბერი
მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის...
22:48 პარ. 27 ნოემბერი
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული...
22:16 პარ. 27 ნოემბერი
აბაშიძე-კარასინს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ოკუპაციის ს...

ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარ...
21:38 პარ. 27 ნოემბერი
18:01 პარ. 27 ნოემბერი
ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია
საუკეთესო სტარტაპისთვის: * სითიფეი * სფეისფარმსი * იჰოტელსი * შენით *...
18:00 პარ. 27 ნოემბერი
რატომ გახშირდა მიომური კვანძები ახალგაზრ...
რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ოპერაცია და უშვილო წყვილ...
17:36 პარ. 27 ნოემბერი
სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ ს...
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერ...