მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზუგდიდში 47 ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ზუგდიდი რებილიტაცია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. 2 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა, 5-ის კი ამ დროისთვის მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაციას საერთო ჯამში 25.3 მლნ ლარი მოხმარდება.

გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებისთვის უკვე ამზადებს წინადადებას, რათა დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია მოხდეს. სამუშაოების ჩატარება 35 ქუჩაზეა დაგეგმილი.   ქუჩებზე, საავტომობილო გზის მონაკვეთები ამორტიზებულია, ფაქტობრივად არ არსებობს საავტომობილო გზის საფარი, რაც იწვევს მოსახლეობის დამტვერიანებას უნალექო ამინდში, ხოლო ნალექიანი ამინდების დროს გადაადგილება რთულდება. 35 ქუჩის რეაბილიტაციის საორიენტაციო ღირებულება 23 მილიონ ლარამდეა.

მიმდინარე და დეგეგმილი პროექტების ფარგლებში, ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, განხორციელდება მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელების, ეზოში შესასვლელების, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა.

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში ჯამში 47 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. ქუჩების რეაბილიტაციის დასრულება, ეტაპობრივად წლის ბოლომდე განხორციელდება.