მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

20:00 საათის მონაცემებით საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 26.29% შეადგინა

ცესკოს პრესსპიკერი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 26.29% შეადგინა.

როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა აღნიშნა, 21 ნოემბრის კენჭისყრაში მონაწილეობა 562 664-მა ამომრჩეველმა მიიღო.

ამასთან, იოსელიანის თქმით, საარჩევნო ოლქებში სულ 12 საჩივარი შევიდა. ნათია იოსელიანი განმარტავს, რომ მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება.

„მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მდგომარეობით 26.29% შეადგინა.

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 562 664-მა ამომრჩეველმა. დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 12 საჩივარი, მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდგომ საარჩევნო უბანზე კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე ოქმები მიეწოდება საოლქო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ უმოკლეს ვადაში ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში“, - აცხადებს იოსელიანი.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნების II ტური 21 ნოემბერს გაიმართა. ოპოზიციურმა სპექტრმა არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა.

ცესკოში ხმის მიცემა 20:00 საათზე დასრულდა.