მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

61,9% „ქართული ოცნება", 14,9% „ნაციონალურ მოძრაობა"- Survation-ის კველვა კასპი-გორის მაჟორიტარულ ოლქში

კვლევითი ორგანიზაცია Survation-ის მიერ წინასაარჩევნო გამოკითხვა ქვემო ქართლში - 30.09.2020

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation „რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1828 რესპონდენტი.

ბრიტანული კვლევითი ორგანიზაციის survation-ის მიერ დასმულ შეკითხვას, შიდა ქართლი: კასპი-გორის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში:

  • 72% აცხადებს, რომ თითქმის დარწმუნებულია

  • 8% ალბათ მიიღებს მონაწილეობას

  • 50-50 - 14%

  • 6% კი ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას

კასპისა და გორის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

  • გიორგი ხოჯევანიშვილი „ქართული ოცნება" - 66,9%

  • ბადრი ბასიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" -15,7%

  • ლევან თარხნიშვილი „ევროპული საქართველო" - 7,4%

  • პაპუნა კობერიძე „ლელო" - 5,6%

  • კობა მაზანაშვილი „პატრიოტთა ალიანსი" -3,8%

  • მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი - 0,6%

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

  • 61,9% აცხადებს, რომ ხმას „ქართული ოცნებას" მისცემდა

  • 14,9% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"

  • 5,7% - „ევროპულ საქართველოს"

  • 5,7% გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს

  • 4,3% „ლეიბორისტულ პარტიას"

  • 2,7% - „პატრიოტთა ალიანსს"

  • 1,8% - „ლელოს"

  • 1,7% „ერთიან საქართველოს"

  • 0,8% - „გირჩს"

  • თავისუფალ დემოკრატებს კი - 0,5%

სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში.

ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.