მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

8 წინასაარჩევნო კვლევა - რომელი პარტიები ლიდერობენ გამოკითხვებში?

არჩევნების პროცედურა

პოლიტიკურმა პარტიებმა და მედია ორგანიზაციებმა წინასაარჩევნო განწყობები კვლევებში ასახეს. თითოეული მათგანი წლის განსხვავებულ პერიოდშია ჩატარებული. განსხვავებულია სურათიც, რომელსაც ისინი ასახავს.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE ამ დრომდე გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს ერთ მასალაში გთავაზობთ.

👉 კვლევითი ორგანიზაცია Survition 26 ოქტომბერს ბოლო კვლევას ასაჯაროებს, რომელიც პოლიტიკური პარტიების არჩევნების წინა რეიტინგს ასახავს.

მთავარი კითხვა: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

„ქართული ოცნება“ - 55%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 22 %
„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 5%
„ლელო“ - 4%
„ევროპული საქართველო“ - 4%
„პატრიოტთა ალიანსი“ - 3%
„გირჩი“ - 2%
„ლეიბორისტული პარტია“ -2%
სხვა პარტიებს ხმას აძლევს - გამოკითხულთა 3%

ორგანიზაციამ კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა.

👉 ორგანიზაცია IPSOS-ის პოლიტიკური კვლევის შედეგებში პირველი ადგილი „ქართულ ოცნებას“, ხოლო მეორე ადგილი ოპოზიციურ კოალიცია „ძალა ერთობაშიას“ უკავია.

კითხვაზე, „რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს?“, პასუხები ასე ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება“ - 25%
  • „ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - 15,5%
  • „ევროპული საქართველო“ - 5%
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3%
  • „ლეიბორისტული პარტია“ - 3%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 3% "გირჩი“ - 2,5%
  • „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ - 2,5%
  • „ლელო საქართველოსთვის“ - 2%
  • ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ - 1,5%
  • „თავისუფალი საქართველო“ - 1 % სხვა პარტიები - 3%
  • არ ვიცი - 19%
  • უარი პასუხზე - 14%

კომპანია IPSOS-ის კვლევის შედეგები „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა.

👉 ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) წინასაარჩევნო კვლევის შედეგები ასეთია: კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

  • 40% ამბობს, რომ არ იცის,
  • 24% უარს ამბობს პასუხზე,
  • 17% „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს,
  • 9 % არცერთ პარტიას,
  • 5% „ნაციონალურ მოძრაობას“
  • დანარჩენი 5% სხვა პოლიტიკურ პარტიებს უჭერს მხარს

NDI-მ სატელეფონო გამოკითხვა 2020 წლის აგვისტოში ჩაატარა.

👉 საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი გამოკითხვის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები 20 სექტემბერს რომ ტარდებოდეს, პარტია „ქართულ ოცნებას“ ხმას გამოკითხულთა 33%, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“- 15% მისცემდა.

დანარჩენი პარტიების შედეგები კი ასე ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება“ - 33%
  • „ნაციონალური მოძრაობა“ - 15%
  • „ევროპული საქართველო“- 4%
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 4%
  • „პატრიოტთა ალიანსი“-3%
  • „ლეიბორისტული პარტია“- 3%
  • „სამოქალაქო მოძრაობა“ - 2%
  • „ლელო“ - 2%
  • „გირჩი“ - 2%
  • „დემოკრატიული მოძრაობა“ - გაერთიანებული საქართველო - 1%
  • „ჩვენი საქართველო“ - სოლიდარობის ალიანსი -1%
  • „თავისუფალი საქართველო“ - 1%
  • სხვა - 5%
  • არ ვიცი, არ მაქვს პასუხი - 25%

კვლევა 17 სექტემბერს გამოქვეყნდა.

👉 „ევროპულმა საქართველომ“ 19-25 ოქტომბრის კვირაში ჩაატარა 2800 ადამიანის სოციოლოგიური კვლევა. კვლევა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ გამოკითხვის გზით.

პარტიაში აცხადებენ, რომ კვლევაში ცდომილება არის 3%.

ამ კვლევის მიხედვით ნედლი პარტიული რეიტინგები განაწილდა შემდეგნაირად:

  • „ქართული ოცნება“ - 27.3 %
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 18.5 %
  • „ევროპული საქართველო“ - 11.7 %
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 5.3 %
  • „ლელო“ - 5.1 %
  • „ლეიბორისტული პარტია“ - 4.1 %
  • „გირჩი“ - 4.03 %
  • „ერთიანი საქართველო“ - 3.01 %
  • „გამარჯვებული საქართველო“ - 2.1 %
  • „მოქალაქეები“ - 1.9 %
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 1.4
  • „სხვა პარტიები“ - 2.3 %
  • არ გადამიწყვეტია/უარი პასუხზე - 13.26 %

👉 „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში თავად ლიდერობენ.

ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ მათ კვლევისთვის 1 200 000 ადამიანი გამოჰკითხეს, რომელთაგან 900 000-ის აუდიოჩანაწერი აქვთ. დეპუტატის თქმით, მათგან 300 000-ის პოზიცია 1-ლი სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე აღირიცხა და კვლევის შედეგებიც სწორედ მათ პასუხებს ეფუძნება.

პარტიას კვლევის მეთოდოლოგია, ცდომილება ან სხვა დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 22.8%
  • ქართული ოცნება – 15.4%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 2.5%
  • ლეიბორისტული პარტია – 0.8%
  • გირჩი – 0.7%
  • ევროპული საქართველო – 0.65%
  • ლელო – 0.64%
  • ერთიანი საქართველო – 0.31%
  • სხვა პარტიები – 1.09%
  • არცერთი პარტია – 5.83%
  • თავი შეიკავა – 49.29%

👉 ამერიკულ კომპანია Edison Research-ის 17 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“, – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 36%
  • გადაუწყვეტელი/უარი პასუხზე - 24%
  • ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია - 17%
  • ევროპული საქართველო - 5%
  • გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 4%
  • ლეიბორისტული პარტია - 3%
  • პატრიოტთა ალიანსი - 3%
  • ლელო - 2%
  • გირჩი - 2%
  • მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი - 1%
  • დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) - 1%
  • გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 1%
  • სხვა პარტიები - 1%

Edison Research-მა კვლევა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩაატარა.

👉 საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხული მოსახლეობის 55% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს.

დანარჩენი პარტიების სასარგებლოდ ხმები ასე ნაწილდება:

  • „ნაციონალურ მოძრაობა“ - 12%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ - 6%
  • „ლეიბორისტულ პარტია“ - 4%
  • „ლელოს“ - 4%
  • „ევროპულ საქართველოს“ - 3%
  • „დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს“ - 1%

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარულის სიით 30 და პროპორციული სიით 120 წევრი შევა.