არჩევნები 2020

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ წარვადგინეთ პროგრესული გუნდი, რომელსაც ზურგს უმაგრებს წარმატებული გამოცდილება და სამშობლოს სიყვარული

პარლამენტის თავმჯდომარე 2020
00:04 02.10
დაკოპირებულია

„ჩვენ წარვადგინეთ პროგრესული გუნდი, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამოცდილი წევრები, ასევე, ახალი თაობის ლიდერები, რომლებიც ახალ ენერგიას, იდეებს და მოტივაციას შემოიტანენ გუნდში. თითოეული ადამიანის უკან დგას წარმატება, პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და მისი სამშობლოს და თანამოქალაქეების მიმართ ერთგულება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში და სწორედ ამიტომ, პარლამენტი კიდევ უფრო მეტად თანაბარი, თანასწორუფლებიანი და შედეგზე ორიენტირებული, ხოლო პოლიტიკური სისტემა - უფრო სტაბილური იქნება.

„ჩვენი გუნდი არის მომავალზე ორიენტირებული, ჩვენ გვყავს გამოცდილი ლიდერები, გვყავს ადამიანები, რომელთაც ზურგს უმაგრებს წარმატებული გამოცდილება, კარგი განათლება და რაც მთავარია, სამშობლოს სიყვარული. სწორედ ამ ნიშნით იყო შერჩეული და დაკომპლექტებული ეს გუნდი. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანაგუნდელს, ვინც მე-9 მოწვევის პარლამენტში იმუშავა. ისინი მომავალშიც ღირსეულ პოზიციებს დაიკავებენ სხვადასხვა სექტორში და ჩვენ ერთად განვაგრძობთ მუშაობას ქვეყნის განვითარებისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
მარტყოფში 19 წლის ახალგაზრდა მოკლეს. მამაკაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები არასრულწლოვანმა თანა...
23:35 22.10
ისანში, მეტრომშენში მცხოვრებმა რამდენიმე მოქალაქემ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის,...
22:53 22.10
„მიზნად ვისახავთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ჩართვა ბიზნესში და მეწა...
22:50 22.10
„შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 2021-2024 წლებში 900 ჰექტრით გაიზრ...
22:29 22.10
ბორკოლების დადება პოლიციამ ქარელში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირ...
ქარელში პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1957 წელს დაბადებული...
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ ერთად ვიზრუნებთ...
„ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანოთ იმ ღირსეულ საქმ...
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო ქართული ღვ...
„ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ...
2021-2024 წლებში ერთწლოვანი კულტურების პ...
„ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200...