მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, საღი აზრი აჯობებს და ჩვენ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს მივიღებთ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდა-კრწანისის მეოთხე საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ივანიშვილმა აღნიშნა, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად, ამბიციურად აფიქსირებს პოზიციებს.

ამასთან, ივანიშვილი აღნიშნავს, რომ საღი აზრი აჯობებს და ქვეყანა მრავალპარტიულ წარმომადგენლობით პარლამენტს მიიღებს.

ივანიშვილმა ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა 31 ოქტომბერს გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის.

„შეგახსენებთ, რომ ყველა ქვეყანამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. შედეგად მივიღეთ პარლამენტში 9 პარტიის წარმომადგენლობა, რაც მისასალმებელია.

ზოგიერთი პოლიტიკური პარტია კი, ზედმეტად გადაჭარბებული ემოციით და ამბიციურად აფიქსირებს პოზიციას. მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჩვენ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს მივიღებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება. ქუთაისში ასევე იმართება მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ოპოზიციურმა სპექტრმა.