მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელენე ხოშტარია: რეალური ცვლილებების დიდი შანსი გვაქვს, რომელსაც ყველა მოქალაქე იგრძნობს

ხოშტარიას განცხადება არჩევნებზე

„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სწორედ მოქალაქეები და მათი აქტიურობა განსაზღვრავს თუ როგორ განვითარდება ქვეყანა. ჩვენ ძალიან დიდი შანსი გვაქვს რეალური ცვლილებების, რომელსაც იგრძნობს ყველა მოქალაქე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ მე-12 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო იარაღი ძალადობაა.

„ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ საშუალება, ძალადობრივი სცენარი განავითაროს.

მშვიდობიანად მივცეთ ხმა და საარჩევნო ბიულეტინით გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი“, - დასძინა ელენე ხოშტარიამ.

🔴 შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები მიმდინარეობს.

🔴 ინფორმაციისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა და 30 მაჟორიტარი იქნება.