არჩევნები 2020

გიორგი გახარია: 31 ოქტომბერს არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეთ

საქართველოს პრემიერი ტრიბუნასთან
18:39 ოთხ. 28 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„ჩვენ არ და ვერ გავჩერდებით, რადგან, როდესაც ვზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ვფიქრობთ ჩვენი ეკონომიკის და სამუშაო ადგილების გაჩენაზე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნაძალადევის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თითოეული სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში არის ძვირფასი და ამიტომ, გაგრძელდება გზების, უნივერსიტეტების, საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა და გახსნა.

„ფაქტია, რომ წელს, ჩვენ, საარჩევნო კამპანიის ჩატარება გვიწევს არაორდინალურ სიტუაციაში, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გლობალურმა პანდემიამ, გამოწვევამ, ვირუსმა, ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. აქ, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ და ვერ გავჩერდებით, რადგან, როდესაც ვზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ვფიქრობთ ჩვენი ეკონომიკის და სამუშაო ადგილების შექმნაზე. ჩვენ ვერ გავჩერდებით, რადგან გვესმის, რომ თითოეული სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში არის ძვირფასი.

ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ გზების მშენებლობას და გახსნას, უნივერსიტეტების მშენებლობას და გახსნას, ჩვენ გავაგრძელებთ საფეხბურთო სტადიონების მშენებლობას და გახსნას. ყველაფერს ამას გავაკეთებთ ერთად. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და გვჯეროდეს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა, ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურაში მინიმუმ 20 მილიარდ ლარს დახარჯავს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საბოლოო მიზანი დიდ ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობის მიღწევაა.

„შემდგომი 4 წლის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი მომავალი თაობებისთვის. როდესაც ვამბობთ, რომ „ქართული ოცნების“ ცენტრში ადამიანია, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის და სახელმწიფოს ყურადღება პირველ რიგში მიპყრობილი იქნება იმ ადამიანებზე, იმ მოქალაქეებზე, რომელთაც ეს ყურადღება ყველაზე მეტად სჭირდებათ, რა თქმა უნდა, ჩვენს ღვაწლმოსილ ხანდაზმულებზე, მოხუცებზე, პენსიონერებზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„ჩვენ დავამარცხებთ პანდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც, სიღარიბესაც, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელია ერთობით. მიუხედავად დღევანდელი გამოწვევის, მიუხედავად ვირუსის, რომელიც ჩვენს ქალაქშია და გვიწევს პირბადეებით ცხოვრება. ამ ყველაფრის მიუხედავად, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე 31 ოქტომბერს და მივცეთ ღირსეულად, თავისუფალ გარემოში ხმა, რამეთუ, ეს არჩევანი განაპირობებს ქვეყნის შემდგომი ათწლეულებით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ სამართლიან და ღირსეულ გამარჯვებას და ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება!“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.


ქართვეკმა გოგომ თავი მოიკლა

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ყველა შეზღუდვის ჩამონათვალს, რომელიც მომდ...
„თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერ, ამ რეგულაციებს რაც არის, თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდებულია -...
23:58 პარ. 27 ნოემბერი
🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთ...
23:23 პარ. 27 ნოემბერი
მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის...
22:48 პარ. 27 ნოემბერი
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული...
22:16 პარ. 27 ნოემბერი
აბაშიძე-კარასინს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ოკუპაციის ს...

ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარ...
21:38 პარ. 27 ნოემბერი
18:01 პარ. 27 ნოემბერი
ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია
საუკეთესო სტარტაპისთვის: * სითიფეი * სფეისფარმსი * იჰოტელსი * შენით *...
18:00 პარ. 27 ნოემბერი
რატომ გახშირდა მიომური კვანძები ახალგაზრ...
რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ოპერაცია და უშვილო წყვილ...
17:36 პარ. 27 ნოემბერი
სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ ს...
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერ...