მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოგი მეშველიანი 50,7% - კახა ოქრიაშვილი 44,1% - Survation-ის კვლევა ქვემო ქართლში

Survation-ის წინა საარჩევნო გამოკითხვა ქვემო ქართლში - 30.09.2020

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation „რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში 1828 რესპონდენტია გამოიკითხული.

პირველი რეგიონი, სადაც ამ დროისთვის პოლიტიკური დაპირისპირებების ყველაზე მაღალი ტემპერატურაა - ქვემო ქართლია: ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარული ოლქი.

შეკითხვაზე დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას - კვლავ ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარული ოლქში პასწუხები ასეთია:

  • გოგი მეშველიანი „ქართული ოცნება" - 50,7%

  • კახა ოქრიაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" - 44,1%

  • გიორგი ჭელიძე (ლელო) - 4,3%

  • სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი - 0,9%.

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას - აღნიშნულ შეკითხვაზე 67% ამბობს, რომ ხმას „ქართული ოცნებას" მისცემდა.

  • 23,3% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას"

  • 4,3% - „ერთიან საქართველოს"

  • 2,5% - „პატრიოტთა ალიანსს"

  • 1,3% - „ლელოს", 0,8% - „ევროპული საქართველოს"

  • „თავისუფალ დემოკრატებს" კი, - 0,8%

შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში? - 71% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს.

  • ალბათ მივიღებ მონაწილეობას - ამას გამოკითხულთა - 18% ამბობს

  • 50/50-ზე -7%

  • არ მივიღებ მონაწილეობას - ამას კი გამოკითხულთა - 4% აცხადებს.

სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში. ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

კომპანია Survation-ს პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.