მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილია მეორე: მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, მოუსმინონ ერთმანეთს

ილია მეორემ ხმა გადასატანი ყუთით მისცა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ არჩევნებში ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირა. გადასატანი ყუთი მას ცესკო-ს წარმომადგენლებმა საპატრიარქოში მიუტანეს.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა ითანამშრომლონ.

„მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე. იმედია, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს. მე მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს, ვისწავლოთ მოსმენის კულტურა.

მე იმედით ვუყურებ მომავალს, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო”, - განაცხადა ილია მეორემ.

👉 შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და ქუთაისის მერის არჩევნები მიმდინარეობს.

👉 დღეს ასევე იმართება საკრებულოების არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტებში 39 საარჩევნო უბანზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების 254 საარჩევნო უბანზე.