არჩევნები 2020

იოსებ ხახალეიშვილი მადლობას უხდის ყველა ქუთაისელს, ვინც მას მხარი დაუჭირა

„ქუთაისის“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი
00:20 კვი. 22 ნოემბერი
დაკოპირებულია

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მადლობას უხდის ყველა ქუთაისელს, ვინც მას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„დიდი მადლობა თითოეულ ქუთაისელს, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით მივიდა საარჩევნო ყუთთან და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა! ჩვენ ყველა ერთ საქმეს ვემსახურებით და ერთი მოტივი გვაქვს - ესაა ქუთაისის გაძლიერება, განვითარება, წინსვლა და წარმატება, თუმცა თითოეულს გვაქვს ჩვენი ხედვა და ჩვენ-ჩვენი გემოვნება ამ საკითხში.

მზად ვარ მოვუსმინო თითოეული ქუთაისელის იმ იდეასა და მოსაზრებას, რომელიც ქალაქს წაადგება და მოსახლეობის საკეთილდღეოდ იმუშავებს. არ იფიქროთ, რომ რაკი არჩევნებში თქვენი რჩეული კანდიდატი არ ვიყავი, ამიტომ ჩემთან ქუთაისის საკეთილდღეოდ საჭირო კომუნიკაციას ბარიერები შეექმნება.

ყველა ერთად, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, უნდა ჩავერთოთ ჩვენი ქალაქის აღმშენებლობაში. ჩვენ ერთად, თითოეული თქვენგანის თანამონაწილეობით, უნდა ვაშენოთ 21-ე საუკუნის ევროპული ქალაქი ეროვნულ ტრადიციებთან ინტეგრირებულად.

გამარჯვებას ვულოცავ ჩემს მეგობარს, კარგ ქუთაისელს, ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს ზაზა ლომინაძეს, დარწმუნებული ვარ, ის იქნება ჩვენი ქალაქის ღირსეული წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში და წარმატებებს ვუსურვებ ქვეყნის და ქალაქის კეთილდღეობისთვის საქმიანობაში.

დიდი მადლობა პარტიას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და მის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის საქართველოს სტაბილურობის გარანტი. ჩემთვის დიდი პატივია ნდობა, რომელიც გამომიცხადეს. მადლობა ჩემი გუნდის წევრებს, რომლებიც დაუღალავად მედგნენ გვერდით და ყოველთვის სჯეროდათ ჩემი, მადლობა ჩემს ოჯახს თანადგომისთვის. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თითოეულ ქუთაისელს!

ჩვენ გავიმარჯვეთ და ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ძველი და საამაყო ქალაქის ახალი წარმატებებისთვის!“, - მიმართა თანაქალაქელებს იოსებ ხახალეიშვილმა.

31 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 46.10% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ - 31,47%. მეორე ტურში კი ოპოზიციის კანდიდატმა მონაწილეობა არ მიიღო.

ქართვეკმა გოგომ თავი მოიკლა

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში დღეიდან...

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ ყველა შეზღუდვის ჩამონათვალს, რომელიც მომდ...
„თუ ჩვენ აღვასრულებთ ყველაფერ, ამ რეგულაციებს რაც არის, თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდებულია -...
23:58 პარ. 27 ნოემბერი
🔴 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები - ქვეყანაში ჯამში კორონავირუსის 123 470 შემთ...
23:23 პარ. 27 ნოემბერი
მისი თქმით, დღეს კლინიკებში პაციენტების უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა მკურნალობს, რასთანაც ჯანდაცვის...
22:48 პარ. 27 ნოემბერი
როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული...
22:16 პარ. 27 ნოემბერი
აბაშიძე-კარასინს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ოკუპაციის ს...

ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარ...
21:38 პარ. 27 ნოემბერი
18:01 პარ. 27 ნოემბერი
ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია
საუკეთესო სტარტაპისთვის: * სითიფეი * სფეისფარმსი * იჰოტელსი * შენით *...
18:00 პარ. 27 ნოემბერი
რატომ გახშირდა მიომური კვანძები ახალგაზრ...
რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ოპერაცია და უშვილო წყვილ...
17:36 პარ. 27 ნოემბერი
სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ ს...
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერ...