მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იოსებ ხახალეიშვილი: ვეტერანებს ჩვენგან მხარდაჭერა ყოველთვის ექნებათ

იოსებ ხახალეიშვილთან შეხვედრა სოფლებში

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართელოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან ერთად, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთაისელ ვეტერანებს შეხვდა. ამის სესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ვეტერანებს უფლება აქვთ, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი ხმამაღლა დააფიქსირონ.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის და აქვთ უფლება ხმამაღლა დააფიქსირონ საკუთრი აზრი. მათი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ვარსებობთ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და საჭიროების შემთხვევაში ისინი პირველები დადგებიან ქვეყნის სადარაჯოზე. ვაფასებთ მათ საქმიანობას და ჩვენგან შესაძლებლობის ფარგლებში, მხარდაჭერა ყოველთვის ექნებათ.

ჩვენ დავიწყეთ განვითარების პროცესი, რომელიც სულ მალე ახლიდან აიღებს სტარტს, როგორც კი პანდემია დამთავრდება. ფაქტი ერთია, რომ სახელმწიფო არ ტოვებს თავის მოქალაქეებს მარტო, ეს დღევანდელობამაც გვიჩვენა. ჩვენ გვინდა, ვეტერანებს არ დასჭირდეთ საკუთრ უფლებებზე საუბარი და სახელმწიფოს მათთვის გაცილებით მეტის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს.

ჩვენ გეგმაში გვაქვს ქუთაისის განვითარება და ამის გაკეთება თითოეული მოქალაქის ჩართულობით. მალე ისევ გვესტუმრებიან ტურისტები, ავმოძრავდებით, განვვითარდებით ინფრასტრუქტურით და ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება. ეს არ არის იდეალიზმი, ეს არის ჩემი, როგორც ქუთაისის მერობის კანდიდატის სამომავლო გეგმა“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისელმა ვეტერანებმა კანდიდატთან საუბარში აღნიშნეს, რომ პანდემიიდან გამომდინარე შექმნილ სიტუაციას გაგებით ეკიდებიან. შეხვედრაზე ვეტერანებმა, აგრეთვე, მათ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.