მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ბერაია: საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის ხარისხი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა

ქართული ოცნების წევრი

„დღეს საქართველოს და ნატოს პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის ხარისხი არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე. საქართველო ფლობს გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის პრაქტიკული ინსტრუმენტების ეფექტიანი იმპლემენტაცია და საქართველოში ალიანსის ხილვადობის გაზრდა, როგორც მრავალეროვნული სამხედრო წვრთნებით, მაღალი დონის ვიზიტებითა და სამხედრო ხომალდების საპორტო ვიზიტებით“,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ჰყავს ძლიერი საერთაშორისო პარტნიორები ჰყავს, რომლებიც მას თავდაცვითი ძალების გაძლიერებაში უჭერენ მხარს.

„ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობას. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მონაწილეობას შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ასევე, ალიანსის მხრიდან, საქართველოს მხარდაჭერის ღონისძიებებში მათ შორის, ჰიბრიდულ თავდაცვაში, შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების რეგიონულ პროგრამაში და რა თქმა უნდა მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში“,- აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

როგორც მან განმარტა, ქვეყნისთვის განსაკურთრებით მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

„2019 წელს, უკვე მეორედ, ხელი მოეწერა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების ჩარჩო შეთანხმებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და პრიორიტეტულობას. განსაზღვრული არის ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტები და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის მათი წარმატებული განხორციელება.

მომდევნო წლებში, ორმხრივი პრიორიტეტების ფარგლებში, საქართველო ჩამოყალიბდება მაღალი მზადყოფნის პარტნიორად, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორი როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების განხორციელების მაგრამ ასევე, ექნება პირველ ყოვლისა, საფრთხეების შეკავების ეფექტიანი შესაძლებლობები“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.