მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ბერაია: თავდაცვის ძალების განვითარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია

საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

„საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეფექტიანი შეკავების და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდა. ჩვენ ამას განვახორციელებთ თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფით, ნატოსთან თავსებადი შეიარაღებით და აღჭურვილობით“,- ამის შესახებ ირაკლი ბერაიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ბრძოლისუნარიანი, თვითმყოფადი თავდაცვის ძალების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია.

„ჩვენ გავაგრძელებთ ტოტალური თავდაცვის მიდგომის ინტენსიურ დანერგვას, რაც ნიშნავს თავდაცვის ეფექტიან უზრუნველყოფას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სრული ეროვნული ძალისხმევით როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო რესურსების მობილიზებით.

თავდაცვითი შესაძლებლობების და საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რაც ამაღლებს ჩვენი დანაყოფების საბრძოლო მზადყოფნას და ასევე აღჭურვის, წვრთნის, დაკომპლექტების და შენარჩუნების მდგრადი ინსტიტუციური განვითარების შექმნას უზრუნველყოფს“,- აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

ირაკლი ბერაიამ ჯარისკაცებს და ოფიცრებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლებში და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ღვაწლი.