მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ჩიქოვანი: საზოგადოებაში „ქართული ოცნების” გამოკვეთილი მხარდაჭერა იგრძნობა

ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ ოირემესა და ინგირში მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცლებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა მმართველი გუნდის პროგრამასა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

„ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ადგილობრივების აზრით პრიორიტეტული უნდა იყოს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, არსებობს საკითხები, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება გადაწყვეტა, საზოგადოებას აქვს საკუთარი პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებით და მათი ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით ჩვენ ერთად შევძლებთ პრობლემების საბოლოოდ გადაჭრას.

აქტიურ დიალოგს გავაგრძელებთ არჩევნების შემდგომაც და უკვე გადავალთ საკითხების გადაწყვეტის რეჟიმში. საზოგადოებაში იგრძნობა „ქართული ოცნების” გამოკვეთილი მხარდაჭერა და ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ. დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს ზუგდიდი თავის არჩევანს ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ გააკეთებს“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.