მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ხახუბია: სენაკს დიდი კულტურული და ტურისტული პოტენციალი აქვს

ხახუბიას შეხვედრა

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია სენაკში ქალაქის საპატიო მოქალაქეებს, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს სენაკის კულტურულ ცხოვრებაში ნახევარ საუკუნეზე მეტია გამორჩეული ადგილი უჭირავს. თეატრის შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია, ფონდ „ქართუს“ ხელშეწყობით სრულფასოვანი მასშტაბური რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამ თეატრს არა მარტო სენაკის, არამედ რეგიონისა და მთელი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში შეუძლია გამორჩეული ადგილის დამკვიდრება.

მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია ნოქალაქევის უნიკალური კომპლექსის რესტავრაცია და აქ სამხარეო მნიშვნელობის მუზეუმისა და თანამედროვე ლაბორატორიის მოწყობა“, - აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.

მისი თქმით, სიმბოლურია და ძალიან კარგი ჩანაფიქრი იყო სენაკის ცენტრში პირველი ავტომობილის ინსტალაციის მოწყობა.

„ის საინტერესო ფაქტი, რომ პირველი ავტომობილი საქართველოში სწორედ სენაკში დადიოდა, ხაზს უსვამს ამ ქალაქის პროგრესულობასა და ყოველივე ახლისადმი მის მკვიდრთა მისწრაფებაზე მიგვანიშნებს.

სენაკს დიდი კულტურული და ტურისტული პოტენციალური აქვს და თქვენი დახმარებით მაქსიმალურად უნდა შევძლოთ მისი ათვისება და მეტი შესაძლებლობების შექმნა“, - დასძინა მან.

ირაკლი ხახუბიას თქმით, მათი შეხვედრა ამ დღით არ სრულდება და კვლავ გაგრძელდება პროცესი.